სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia
  • ახალი ამბები

    • შსს-ს აკადემიამ აჭარის საარქივო სამმართველოსთან მემორანდუმი გააფორმა

      19 სექტემბერი 2017
      შსს-ს აკადემიამ აჭარის საარქივო სამმართველოსთან  მემორანდუმი გააფორმა

      შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ  და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს უფროსმა, მაია ივანიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
      შეთანხმების მიზანია შსს-ს არქივისა და აჭარის საარქივო სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული მასალების ერთობლივი კვლევა და კვლევის შედეგების განსაჯაროება.
      მხარეები პროექტის  - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ ფარგლებში თანამშრომლობზეც შეთანხმდნენ. დაიგეგმა აჭარის რეგიონის შესახებ  ერთობლივი მონოგრაფიის გამოცემა. 

      ვრცლად

    • შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

      18 სექტემბერი 2017
      შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

      შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი შსს-ს აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. შს მინისტრის მოადგილემ სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, სამინისტროს თანამშრომლები, აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

      ვრცლად

    • პატრულ-ინსპექტორთა შესარჩევი გასაუბრება

      15 სექტემბერი 2017
      პატრულ-ინსპექტორთა შესარჩევი გასაუბრება

      საქართველოს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით განხორციელებულ პატრულ-ინსპექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე იმ კანდიდატებისთვის,  რომლებმაც გადალახეს ტესტირების გამსვლელი ქულა 25 სექტემბრიდან დაიწყება გასაუბრების ეტაპი.

      ვრცლად

    • შსს-ს აკადემიაში საპოლიციო დანაყოფების მენეჯმენტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

      14 სექტემბერი 2017
      შსს-ს აკადემიაში საპოლიციო დანაყოფების მენეჯმენტის  შესახებ ტრენინგი ჩატარდა

      შსს-ს აკადემიაში მენეჯერებისათვის „საპოლიციო დანაყოფების მენეჯმენტის“ შესახებ  ხუთდღიანი  ტრენინგი  ჩატარდა.
      სასწავლო კურსის მიზანი იყო მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების  საპოლიციო დანაყოფის მართვის სფეროში გადამზადება.
      სასწავლო კურსი  მენეჯერის და ლიდერის ცნებების განამარტებას, მმართველობითი კულტურისა და პრინციპების განხილვას, წარმატებული დანაყოფის ფორმირების ეტაპების განხორციელებას მოიცავდა.

      ვრცლად

    • შსს-ს აკადემიამ პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.

      13 სექტემბერი 2017
      შსს-ს აკადემიამ პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.

      შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და შსს-ს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს. 
      ვიზიტის მიზანს, პოლონეთის სახელმწიფო მუზეუმის მიერ დაკვეთილი ვრცელი ისტორიული კვლევის ფარგლებში, საქართველოდან პოლონეთში იძულებით ემიგრირებული 1921 წლის 25 თებერვლის ბრძოლების მონაწილე იუნკერების შთამომავალთა მონაცემთა მოძიება 

      ვრცლად


ყველა სიახლე

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია